გია ვოლსკი - ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს
გია ვოლსკი - ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს

ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ძალიან კარგი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს, ჩავაბარეთ და კიდევ ჩავაბარებთ თუ საჭიროა, მათ შორის, ღარიბაშვილიც, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია თავად მოახდინა.

„სააკაშვილი არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელმაც თავი ჯორჯ ვაშინგტონს გაუტოლა. ეს მე არ მომიგონია, თავად თქვა, რომ მას უფრო მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე დავით აღმაშენებელს. ისიც თქვა, რომ რეგიონალური ლიდერია და დამსახურება აქვს, რომ საქართველოს სახელმწიფო დააფუძნა და უფრო მეტიც, საქართველოში კულტურა შემოიტანა, სადაც ულვაშიანი ხალხი დადიოდა და დღეს საქართველო ასე განვითარებულია მის ხელში. ეს მას აქვს ნათქვამი და არა პრემიერ-მინისტრს. ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ძალიან კარგი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს, ჩავაბარეთ და კიდევ ჩავაბარებთ თუ საჭიროა, მათ შორის, ღარიბაშვილიც“, – განაცხადა ვოლსკიმ.