გია ვოლსკი - ბოლო პერიოდში რუსეთისგან ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული, არავინ იფიქროს, რომ რომელიმე ქვეყანა, მით უმეტეს, რუსეთი თავისი ინტერესის გარეშე რამეს აკეთებს
გია ვოლსკი - ბოლო პერიოდში რუსეთისგან ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული, არავინ იფიქროს, რომ რომელიმე ქვეყანა, მით უმეტეს, რუსეთი თავისი ინტერესის გარეშე რამეს აკეთებს

ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელენე ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული. რუსეთს დღეს აწყობს გარკვეული ბარიერების შექმნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ბარიერების მშენებლობაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაცია თავისი ინტერესის გარეშე არაფერს გააკეთებს.

„ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელენე ხოშტარიას ანგარიშზე 70 ათას დოლარზე მეტია ჩარიცხული. ამაზე ოჯახის კომენტარია, რომ ეს არის მათი დიდი ბაბუის დამსახურება, რომელიც თეატრალური მხატვარია და მისი ჰონორარებით ოჯახის მემკვიდრეს აუცილებლად თანხა ეკუთვნის. ასეთი რა სისტემა მუშაობს რუსეთში, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად ელენე ხოშტარიას ოჯახის ვალი აქვს და ამ დროს რუსეთის ფედერაციას ებრძვის ასე გამწარებული. თითქოს ებრძვის ელენე ხოშტარია, თორემ ყველა ასპექტში გავაანალიზოთ სიტუაცია, რუსეთის ფედერაციას დღეს აწყობს გარკვეული ბარიერების შექმნა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ბარიერების მშენებლობაში ერთ-ერთი გამორჩეული არის ელენე ხოშტარია და ზუსტად იმ ჩარიცხვებს, იმ თანხების ოდენობას ემთხვევა, რამდენადაც აქტიურია ელენე თავის დესტრუქციულ საქმიანოაბში, რამდენით მეტ საღებავს მიასხამს კედლებზე, იმდენი ემატება და ინტენსიური ხდება რუსეთის ბიუჯეტოდან დახმარება. ამიტომ არავინ იფიქროს, რომ ქვეყნები თავიანთი ინტერესის გარეშე აკეთებენ რამეს, მით უმეტეს, რუსეთის ფედერაცია. ჯერჯერობით ეს მექანიზმები სწორედ იმ საეჭვო სურათს ქმნის, რომელზეც შეგვიძლია, რომ ვილაპარაკოთ, მეტი კომენტარი მოვისმინოთ ოჯახისგანაც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„კურიერის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.