გია ვოლსკი - ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია
გია ვოლსკი - ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია

ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია, – ამის შესახებ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მისი პროგნოზით ზუგდიდში მეორე ტურის საჭიროება არ იქნება.

„ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ეს კადრი აირჩია. ისტერიკა, სკანდალები, ეს ხომ მხოლოდ დღეს არ ხდებოდა. ეს ხმამაღალი განცხადებები, რევოლუციურ სცენარზე საუბარი, მოიგებს თუ წააგებს მთავარი ეგ არ არის. გარდა ამისა, ხალხმა იცის, რომ ეს არ არის სამეურნეო ხელმძღვანელობისთვის, ამისთვის არ იღვწოდა სანდრა. ქართველ ხალხს ეს არ სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.