გია ვოლსკი - ავღანეთში მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციას თუ გავაანალიზებთ, ამას ჯარის უარს ვერ დავარქმევდი
გია ვოლსკი - ავღანეთში მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციას თუ გავაანალიზებთ, ამას ჯარის უარს ვერ დავარქმევდი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ავღანეთში მიღებული ხმების რაოდენობაზე აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ის პრინციპი მოქმედებს, როცა არავინ არავის არაფერს აძალებს. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თავისი შეხედულებები ჯარს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს აქვთ.

„ავღანეთში მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციას თუ გავაანალიზებთ, ამას ჯარის უარს ვერ დავარქმევდი. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ის პრინციპი მოქმედებს, როცა არავინ არავის არაფერს აძალებს. თავისი შეხედულებები აქვს ჯარს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც. არ ვუშვებ, რომ ჯარში რაიმე აზრთა ისეთი სხვადასხვაობაა, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას უკავშირდება და ჯარზე ისე ნუ ვიმსჯელებთ, როგორც ერთ უბანზე ჩატარებული შედეგები გვიჩვენებს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ შავი პროპაგანდა უსაფუძვლოდ იყო მიმართული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.