გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საფრთხის ქვეშ აყენებენ
გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საფრთხის ქვეშ აყენებენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, მოგონილი ის მიზეზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

ვოლსკის განცხადებით, ენმ და „ევროპული საქართველო“ საფრთხის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

„ვფიქრობ, რომ მოგონილი მიზეზია, რადგან თავად ფიქრობენ, რომ უნდა გაიმარჯვონ, ეს აუცილებელია და გარდაუვალია. ამავე დროს, არ უნდათ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში. აქედან იბადება ელემენტარული კითხვა – თუ გაიმარჯვებ, მაშინ შენ გვაჩვენე მაგალითი, როგორ შეიძლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური ლიდერი, მთავრობა, ან პარლამენტის ხელმძღვანელობა და როგორ შეიძლება გადაწყვიტოს სასამართლოს ვერდიქტი არსებულმა ხელისუფლებამ. ეს მათი გამოცდილებაა, 2012 წლამდე ადამიანების დაჭერისა და გათავისუფლების საკითხი სწორედ ასე წყდებოდა. რეალურად, დღეს ამაზე მიგვითითებენ, თუ ამას არ გავაკეთებთ, ანუ, არ დავარღვევთ კონსტიტუციას და კანონს, ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ. რასაკვირველია, საფრთხის ქვეშ აყენებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას“,- განაცხადა ვოლსკიმ.