გია ვოლსკი - არსებულ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო აზრი გაჩნდება 
გია ვოლსკი - არსებულ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო აზრი გაჩნდება 

არსებულ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო აზრი გაჩნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას.

„მარტო სალომე ზურაბიშვილისთვის არ არის მისაღები, რომ უფრო მოკრძალებული აპარტამენტი ჰქონდეს პრეზიდენტს, ეს საერთოდ ჩვენთვის ყველასათვის მისაღებია, ვინაიდან პომპეზურობა არ არის ის, რაც უნდა ახასიათებდეს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. არსებულ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით საზოგადოებას უნდა დავეკითხოთ, ვფიქრობ, საინტერესო აზრები ბევრი გაჩნდება. პრეზიდენტის სასახლის თემას შინაარსი არ შეცვლია, არ არის მისაღები საზოგადოებისათვის, სადაც შეჭირვება საკმაოდ თვალსაჩინოა, ეს მიზეზი ისევ დღის წერიგში დგას და არაფერი შეცვლილა. ძალიან კარგია, რომ ახლანდელ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.