გია ვოლსკი - არის მოსაზრება, სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი, ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში
გია ვოლსკი - არის მოსაზრება, სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი, ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ არის მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი, ან საერთოდ არ ჩაერთონ ამ პროცესებში.

„ვერაფერს დაგიდასტურებთ დღესდღეობით, კონსულტაციები მიმდინარეობს. არის მოსაზრებაც, რომ იქნებ, სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი, ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში. მაგრამ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილად ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვარ ექსპერტი, თარიღსაც მე ვერ გეტყვით“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, არის თუ არა გუნდში თანხმობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ზოგი ფიქრობს, რომ პარტიას საკმარისი რესურსი აქვს, რათა კანდიდატი პარტიის რიგებიდან იყოს წამოწეული.

„არსებობს საკმაოდ მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას მართვის საკმაოდ მძლავრი ბერკეტები აქვს და ამას გარკვეული დაბალანსება სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი