გია ვოლსკი ოქრიაშვილის პარტიისა და „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებაზე - არიან პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მორალს პოლიტიკური მიზნის მიღწევა სჯობს
გია ვოლსკი ოქრიაშვილის პარტიისა და „ძალა ერთობაშიას“ გაერთიანებაზე - არიან პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მორალს პოლიტიკური მიზნის მიღწევა სჯობს

არიან პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მორალს პოლიტიკური მიზნის მიღწევა სჯობს, მათ შორის ბიზნეს მიღწევა, რაც საზოგადოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც კახა ოქრიაშვილის პარტიისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო გაერთიანებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების სია ძალიან ვრცელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების სია ძალიან ვრცელია, მათ შორის ორი საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ეს არის დასავლელი პარტნიორების წინადადებების იგნორირება და რუსეთისთვის ოკუპაციაში ხელშეწყობა. არა მხოლოდ ხელშეწყობა, არამედ იმის აღიარება, რომ ქართველებმა დააშავეს. მეორე საკითხია, ადამიანის უფლებების დარღვევები და სადისტური მართვის სისტემა. ეს ის საკითხია, რისი გათავისება ხდება ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის მიერ, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოში ზის, ან ვინც შეუერთდება და რაიმე სახის მემორანდუმს ხელს მოაწერს. პოლიტიკაში მორალი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია იმისთვის, რათა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, მხარი ვის დაუჭიროს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ პოლიტიკურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. მემორანდუმს ხელი კახა ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ დღეს მოაწერეს.