გია ვოლსკი – არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი ძალადობას, მაგრამ იმ რეალობასთან როცა გაავლებ პარალელს, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მცდელობების მზაკვრობის სიღრმეს ნახავთ

15:45, 19.10.2026

რასაკვირველია, არცერთ შემთხვევაში ძალადობას ან ძალადობის პროვოცირებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაგრამ როდესაც იმ რეალობასთან პარალელს გაავლებ, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მცდელობების მზაკვრობის სიღრმეს ნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის ზუსტად ანალოგიური სცენარი იყო დაწერილი.

„შეიძლება, სხვა მიზეზით და არგუმენტით, თუნდაც რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე გადასვლის ცრუ ბრალდებით, მაგრამ ფაქტია, სცენარი დაპირისპირების, სისხლისღვრის, სახელმწიფო სტრუქტურების დარბევის აბსოლუტურად ანალოგიური იყო. ეს ყველაფერი როდესაც თავს დაატყდათ, აქ უკვე ორმაგი სტანდარტის მექანიზმი ამოქმედდა, რომელიც აშკარად იგრძნობა. ასეთ დაპირისპირებას არც მხარი არ უნდა დავუჭიროთ და არავითარ შემთხვევაში არც უნდა ვისურვოთ იმის გამო, რომ პარიზი, მაკრონი ცდილობდა, ეს მოვლენები საქართველოში განვითარებულიყო. ეს იმის საფუძველს არ ქმნის, რომ ჩვენ ნიშნის მოგებით ვისაუბროთ, მაგრამ სურათი ხომ გამოჩნდა. იმავეს ცდილობდნენ საქართველოში და იმავეს ცდილობენ დღესაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი