გია ვოლსკი - არავითარი წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს
გია ვოლსკი - არავითარი წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დადგენილი წესები არსებობს და ამ წესებით ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებამ ქართულ მხარეს ძალიან კარგი სურათი მისცა, რომელიც ჟენევასა და გაერო-ს ოფისში იყო განხილული და უმაღლეს დონეზე შეფასებული.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, არავითარი იმის წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს.

„ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან, ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწეროს ის, რაც სურს. გარდა ამისა, არსებობს წესი, კანონი და საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც რუსეთიც უნდა მიყვებოდეს ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო დონეზე პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა“, – დასძინა ვოლსკიმ.