გია ვოლსკი - როგორც ვიცი, თავად სალომე ზურაბიშვილიც აღიარებდა საუბარში, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა ჰქონდეს
გია ვოლსკი - როგორც ვიცი, თავად სალომე ზურაბიშვილიც აღიარებდა საუბარში, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა ჰქონდეს

არავითარი საფუძველი არ აქვს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს ელჩზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლკი გამოეხმაურა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თეა კატუკიას განცხადებას, სადაც ამბობს, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ზეწოლის გამო ტოვებს.

გია ვოლსკის თქმით, ამ შემთხვევაში საკითხი ეხება კომპეტენციას.

„რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ არაკომპეტენტურია და მოიყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით. როგორც ვიცი, თავად სალომეც საუბარში აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდება იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.