გია ვოლსკი - არანაირი სიკეთე არ დევს იმ პერსპექტივაში, რომ ოპოზიციამ, შესაძლოა დაუშვას და არ შემოვიდეს პარლამენტში
გია ვოლსკი - არანაირი სიკეთე არ დევს იმ პერსპექტივაში, რომ ოპოზიციამ, შესაძლოა დაუშვას და არ შემოვიდეს პარლამენტში

იმ პერსპექტივაში არანაირი სიკეთე არ დევს, რომ ოპოზიციამ, შესაძლოა დაუშვას და არ შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ პასუხისმგებლობა სახელისუფლებო გუნდს გაცილებით უფრო მაღალი აქვს საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარლამენტი შედგეს.

„მისაღებია სერიოზული ამოცანები, შესაბამისი ბიუჯეტი, კონკრეტული ამოცანების შესაბამისი სტრატეგიული მიმართულებებია ჩამოსაყალიბებელი. ასე რომ როდესაც ეს ორი თემა დევს, ვთქვათ ოპოზიციის საბოტაჟი და მეორეზე სახელმწიფოს ინტერესები, რასაკვირველია ამ ნაკლოვანების მიუხედავად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პარლამენტი შედგეს. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სუბიექტები ორი მთავარი ნიშნით იხელმძღვანელებენ-პირველი და მთავარი ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და ისტორიის წინაშე, რომლის ეს მონაკვეთი აუცილებლად იქნება მომავალი თაობების მიერ გაანალიზებული და მეორე პასუხისმგებლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომლისთვისაც საქართველოში სტაბილურობა არის ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.