გია ვოლსკი - არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ გუშინ ძალიან უზნეო ტყუილი თქვა, თითქოს 20 ივნისს სახელმწიფომ მოქალაქეებზე იძალადა
გია ვოლსკი - არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ გუშინ ძალიან უზნეო ტყუილი თქვა, თითქოს 20 ივნისს სახელმწიფომ მოქალაქეებზე იძალადა

არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ გუშინ ძალიან მდარე და უზნეო ტყუილი თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

„არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ გუშინ ვუსმინე და ძალიან მდარე და ვიტყოდი, უზნეო ტყუილიც თქვა, თითქოს 20 ივნისს არაფერი ხდებოდა და სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა. ასეთი ცალმხრივი შეფასების გარდა, კიდევ დამოკიდებულება გამოხატა პოლიტიკური პროცესების მიმართ. სამართლიანი შეფასების გარეშე ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ ივარგებს, მათ შორის არც მარგველაშვილია გამონაკლისი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამომრჩეველი ყველაზე მეტად ელოდება ახალ ძალას“ და მიმდინარეობს მოლაპარაკება პოლიტიკურ ველზე, რათა „ასეთი პლატფორმა შეიქმნას“.