გია ვოლსკი - არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ
გია ვოლსკი - არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ

დეზინფორმაციასთან დაკავშირებით არანაირ კანონზე საუბარი არ არის. მოსაზრება გამოითქვა ცილისწამების თაობაზე ისეთ კანონის შემოღებაზე, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია, მაგალითად, საფრანგეთში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღესაც შეიძლება, არსებული კანონის გამოყენებით საკუთარი პოზიცია და თავი დაიცვა.

„რასაკვირველია, არსებობს აზრი, რომ როცა საქმე ცილისწამებას ეხება, პასუხისმგებლობა უფრო მკაცრი იყოს. მსგავსი თემის განხილვა არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს არანაირი განხილვა, რომ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კანონი მივიღოთ. ის, რომ საკითხი მომავალში არ განიხილება, ერთი ან ათი წლის შემდეგ არ განიხილება და ამაზე ხატის წინაშე ფიცი დადო, არასწორია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების და გარკვეული პოლიტიკოსების მოსაზრება არსებობს. არსებულ კანონში საკმარისი რესურსია იმისთვის, რომ ცილისწამებისგან თავი დაიცვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.