გია ვოლსკი - არ მგონია, რომ გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწიფოს, ფასეულობების, თუნდაც მომავლის ხედვაში შემეჯიბრება
გია ვოლსკი - არ მგონია, რომ გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწიფოს, ფასეულობების, თუნდაც მომავლის ხედვაში შემეჯიბრება

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება. მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ბოკერიამ აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და გია ვოლსკის კანდიდატურები საბჭოთა და თავისუფალ საქართველოს შორის ერთგვარი დაპირისპირება იქნება.

ვოლსკის თქმითვე, სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის და რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა.

ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, განათლების მიმართულებით არც ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს იმაზე მეტი გაკეთებული, რამდენიც „ქართულ ოცნებას“.

„მართლაც, საბჭოთა პერიოდში ვარ დაბადებული, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი. იმ სტრუქტურებში, სადაც ვმუშაობდი, ბევრი ადამიანი ორი ნიშნით გამორჩეოდა ისევე, როგორც ახლა – სახელმწიფოსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით.

არ მგონია, გიგა ბოკერია ადამიანის, სახელმწფოს, მისი ფასეულობების ან თუნდაც, მომავლის ხედვაში შემეჯიბრება. მაშინ, როცა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პირველ საელჩოებს ვხსნიდით, სწორედ ამ თაობისთვის ვამზადებდით პლატფორმას და გზას უკეთესი განათლებისთვის. ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია. არ მგონია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამ ასსპარეზზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე „ქართულ ოცნებას. აქედან გამომდინარე, ადამიანის ჩამორჩენილობა არ უნდა შევაფასოთ მისი დღევანდელი პოზიციით.

სპეკულაცია იმის თაობაზე, ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლიადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს თუნდაც გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. ამ პოლიტიკურ გუნდს რაიმე სიკეთე არც ახალგაზრდებისთვის გაუკეთებია და არც ძველი საზოგადოებისთვის მიუხედავს, როცა უამრავ ადამიანს უჭირდა და სიკვდილის პირას იყო. რაც შეეხება ახალგაზრდებში პრობლემებს, სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში შეიქმნა პრობლემები და უმძიმესი შთამომავლობა მივიღეთ – არაერთი გაყიდული სახლი და არაერთი ადამიანი, რომელმაც თავის კისერზე გამოსცადა, თუ რა არის სადისტური მმართველობა. ახალგაზრდული თემით სპეკულაცია არასწორია და არის ზნედაცემულობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი