გია ვოლსკი - არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სურდეს უფრო ეფექტური ფორმატი, ვიდრე ჟენევის 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, თუმცა ამისთვის წინაპირობები არ არის
გია ვოლსკი - არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სურდეს უფრო ეფექტური ფორმატი, ვიდრე ჟენევის 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, თუმცა ამისთვის წინაპირობები არ არის

არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც სურვილი არ ჰქონდეს, უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე ჟენევის 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, თუმცა სამწუხაროდ, ამისთვის წინაპირობები არ არის შექმნილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური ფორმატის შექმნის თაობაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, ამ თემაზე ძალიან გონივრული შეფასება გაკეთდა.

„ჟენევის ფორმატი პოზიტიურად არის შესაფასებელი, რადგან საერთაშორისო დონეზე საქართველოს თემის გატანა მხოლოდ ამ ფორმატში გახდა შესაძლებელი. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი საოკუპაციო ხაზს იქით მეთვალყურის მისიით ვერ გადავიდოდა. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ჩართულობა და საქართველოზე საერთაშორისო ყურადღება ჟენევის ფუნქციაა, რასაც კარგად ასრულებს. რა საკვირველია, უფრო ეფექტური იქნებოდა ის, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერილი საქართველო მოლაპარაკების მაგიდასთან, უფრო დახვეწილ ფორმატში იჯდეს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრის წინაშე იდგას. არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც სურვილი არ შეიძლება ჰქონდეს, უფრო ეფექტური ფორმატი არსებობდეს, ვიდრე 50 შეხვედრა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, თუმცა სამწუხაროდ, ამისთვის წინაპირობები შექმნილი არ არის. ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ეს არის გრძელვადიანი მუშაობა, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.