გია ვოლსკი - არ არსებობს, ეროვნული დაირქვან ჯაფარიძის გარშემო გაერთიანებულმა ავანტიურისტებმა, ეს ადამიანები მოწყვეტილი არიან ეროვნულობას
გია ვოლსკი - არ არსებობს, ეროვნული დაირქვან ჯაფარიძის გარშემო გაერთიანებულმა ავანტიურისტებმა, ეს ადამიანები მოწყვეტილი არიან ეროვნულობას

ეროვნული მოძრაობის გადადება კულტურაზე კი არ მიუთითებს, არამედ არაკომპეტენტურობაზე, ავანტიურიზმზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ, დღევანდელი მოცემულობით, დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს და ოპოზიციური გაერთიანების შექმნას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არ არსებობს, ეროვნული დაირქვან ჯაფარიძის გარშემო გაერთიანებულმა ავანტიურისტებმა.

„მკრეხელობაა, როცა ასეთი სამეულის წარმონაქმნის წარმომადგენლები, რომელსაც ირონიულად ტრიუვერატსაც ეძახიან, საუბრობენ მათ კავშირზე ეროვნულ მოძრაობასთან. ამ ადამიანებმა თავის რიტორიკაში ეროვნული თემა უნდა დაივიწყონ. არ არსებობს, ეროვნული დაირქვას ადამიანმა, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს, ჯაფარიძის გარშემო გაერთიანებულმა ავანტიურისტებმა. ასევე არაადეკვატური განცხადებები, რომელსაც ვაშაძე აკეთებს. ეს ადამიანები განსხვავებული არიან და მოწყვეტილი  ეროვნულობის გაგებისგან. ეროვნული მოძრაობის გადადება კულტურაზე კი არ მიუთითებს, არამედ არაკომპეტენტურობაზე, ავანტიურიზმზე. როცა რეალური სურათი დაინახეს, სიტუაცია გააანალიზეს და მიხვდნენ, რომ მოწყვეტილი არიან არა მხოლოდ სიტყვა ეროვნულობას, არამედ რომ არ ჩაფლავდნენ, თავად ამბობენ უარს გაერთიანებაზე. საზოგადოებამ ისინი შეაფასა, როგორც ავანტიურისტული მოძრაობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.