გია ვოლსკი - არ არსებობს ადამიანი, რომელიც უარყოფს, რომ სტაბილურობა სჯობს დესტაბილიზაციას, ამაზე სხვა შეხედულება აქვს კუბილიუსს, სხვა შეხედულება ჰქონდა კარლ ჰარცელს, დევიდ ლი დაიბარეს და მოხსნეს 
გია ვოლსკი - არ არსებობს ადამიანი, რომელიც უარყოფს, რომ სტაბილურობა სჯობს დესტაბილიზაციას, ამაზე სხვა შეხედულება აქვს კუბილიუსს, სხვა შეხედულება ჰქონდა კარლ ჰარცელს, დევიდ ლი დაიბარეს და მოხსნეს 

დევიდ ლი საუბრობდა მარტივი ფორმულით, არ იქნება სტაბილურობა, არ იქნება განვითარება. ამას ხელს უშლიდა რადიკალური ძალები, რომლებიც რევოლუციური პროცესის განვითარებას ცდილობენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გახდა საფუძველი, რომ დევიდ ლი სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.

ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დევიდ ლი საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესურთიერთობების განვითარებას ემსახურებოდა.

„დევიდ ლი ემსახურებოდა საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესურთიერთობების განვითარებას. ამავე დროს, მას აქვს თავისი მოსაზრებები იმ რადიკალიზმთან მიმართებით, რომელიც ხელს უშლიდა ყველანაირი ბიზნესის განვითარებას და სტაბილურობას უპირისპირდებოდა. ამასთან დაკავშირებით სწორი პოზიცია ჰქონდა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც უარყოფს, რომ სტაბილურობა სჯობს დესტაბილიზაციასა და რევოლუციური პროცესების განვითარებას. ამასთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვს კუბილიუსს, სხვა შეხედულება ჰქონდა კარლ ჰარცელს. დაიბარეს დევიდ ლი და სამსახურიდან მოხსნეს. ეს რეალობა და სწორედ ის ნაწილია, რომელიც არ მოგვწონს, დასაგმობია, გინდ ევროკავშირის წარმომადგენელი იყოს ამისი ავტორი ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. დევიდ ლი საუბრობდა მარტივი ფორმულით, არ იქნება სტაბილურობა, არ იქნება განვითარება. ამას ხელს უშლიდა რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც რევოლუციური პროცესის განვითარებას ცდილობენ. დევიდ ლიმ ეს თქვა, რაც გამოდგა საფუძველი, მიზეზი, რომ კარლ ჰარცელს დაებარებინა და კარისკენ მიეთითებინა. კარგი იქნებოდა, ამასთან დაკავშირებით უფრო ადრე, უფრო ვრცლად და უფრო ხმამაღალი განცხადება გაეკეთებინა, ვიდრე „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული მისი დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი და საჭირო განცხადებებია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობა ზეწოლის საფუძველზე დატოვა.

ანდრიუს კუბილიუსმა დაწერა წერილი, რომელშიც ევროკავშირის ყოფილ ელჩს უთხრა, არ იმუშაოს საქართველოში ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან ჩემი პოლიტიკური განცხადებების გამო. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დამიბარა თავის ოფისში მიმდინარე წლის აპრილში და მითხრა, რომ ჩვენთან აღარ იმუშავებდა, თუ მე აღმასრულებელ ხელმძღვანელად დავრჩებოდი. მე გადავდექი. ეს ზეწოლა არასწორია“, – აღნიშნა დევიდ ლიმ.