გია ვოლსკი - აქციები მნიშვნელოვანწილად ემსახურება პანდემიის გავრცელების მიზანს, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, ძალიან ცუდ თამაშებში ითრევენ
გია ვოლსკი - აქციები მნიშვნელოვანწილად ემსახურება პანდემიის გავრცელების მიზანს, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, ძალიან ცუდ თამაშებში ითრევენ

თუ განცხადებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ აქციები მნიშვნელოვანწილად ემსახურება პანდემიის გავრცელების მიზანს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას.

მისი შეფასებით, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რადგან „ძალიან ცუდ თამაშებში ითრევენ“.

„საპროტესტო აქციას ხელს ვერაფერი შეუშლის. ეს აქცია არ არის მხოლოდ ერთობისა და ძალის დემონსტრირების მცდელობა. თუ განცხადებებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ აქციები მნიშვნელოვანწილად ემსახურება პანდემიის გავრცელების მიზანს. სხვა დახასიათებას ვერ ვაძლევ. თუნდაც, ბათუმის აქციას და იმ განცხადებას, რაც სააკაშვილმა გააკეთა, რომ თითქოს, გადაიტანა კოვიდვირუსი, ჯანმრთელად არის და ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. საფუძველი მაქვს, გაცილებით მწვავე შეფასება მქონდეს. სიღრმისეულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, ამ მცდელობებში ბევრ საეჭვოს დაინახავთ. ჩემთვის არც ერთი ადამიანი არ არის გამოყოფილი პოლიტიკური კუთვნილებით, ვისაც მკურნალობა სჭირდება უნდა ვუმკურნალოთ. საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, ძალიან ცუდ თამაშებში ითრევენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.