გია ვოლსკი - ანდრიუს კუბილიუსის ირონია დავით გარეჯთან დაკავშირებით გამაღიზიანებელია და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის
გია ვოლსკი - ანდრიუს კუბილიუსის ირონია დავით გარეჯთან დაკავშირებით გამაღიზიანებელია და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის

ანდრიუს კუბილიუსის ირონია დავით გარეჯთან დაკავშირებით გამაღიზიანებელია და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერის“ პოსტს.

„ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთივე მხარდამჭერი და შეიძლება ითქვას, გაერთიანებული „პოლიტიკური გუნდის წევრია“, როგორც ნებისმიერი სხვა.

გვარების ჩამოთვლა შეგვიძლია, გინდ, „ევროპული საქართველოდან“; გინდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი.

ეს ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით გამაღიზიანებელია და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.