გია ვოლსკი - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ბრძოლა არ არის საჭირო, რადგან ის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია
გია ვოლსკი - ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ბრძოლა არ არის საჭირო, რადგან ის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ბრძოლა არ არის საჭირო.

როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

„სახელმწიფოს მხარდაჭერა რომ არა, ასეთი პოლიტიკური დონისა და მასშტაბის პროექტი საქართველოში არ განხორციელდება. თემაში არც ერთი ინვესტორი მონაწილეობას არ მიიღებს, თუ მასში სახელმწიფო არ მონაწილეობს და სახელმწიფოს არათუ მონაწილეობა, არამედ ინიციატივაც თვალსაჩინოა. სამწუხაროა, რომ გარკვეულ თემებს პოლიტიკურ სპეკულაციებს აბამენ, რასაც საფუძველი არ აქვს. ლონდონში შეკრებილი აქციონერთა საბჭო ცხადად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს თავის პოზიციას. ალბათ „თიბისი ბანკისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციას გაეცანით, რითაც პოლიტიკურ ინსინუაციას ბოლო მოეღო, დამთავრდა, თუმცა პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური შეფერილობის წარმოსაჩენად გრძელდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.