გია ვოლსკი - ახლა მაჰათმა განდის თემამ წამოიწია და ისტორიული პარალელების გავლება ხდება, საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, სად არის გადარჩენის საშუალება და რომელი ძალაა დესტრუქციის მომხრე
გია ვოლსკი - ახლა მაჰათმა განდის თემამ წამოიწია და ისტორიული პარალელების გავლება ხდება, საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, სად არის გადარჩენის საშუალება და რომელი ძალაა დესტრუქციის მომხრე

მაჰათმა განდი ახალი ფიგურაა, რომელიც სააკაშვილთან გათანაბრებაში შემოიტანეს, როგორც ახალი ლეგენდა. აქამდე, ჯორჯ ვაშინგტონი, დავით აღმაშენებელი, ლუარსაბ მეფე და ბევრი სხვა გვყავდა, ახლა მაჰათმა განდის თემამ წამოიწია და ისტორიული პარალელების გავლება ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ის შიმშილობის ფორმის ეფექტურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ „მასობრივი შიმშილობების შედეგად, მაჰათმა განდიმ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუპოვა, მანდელამ და მისმა თანამებრძოლებმა კი, აპარტეიდი ჩამოშალეს“.

გია ვოლსკის განცხადებით, „შიმშილობაზე სააკაშვილის მოწოდება მის მიერ წამოწყებულმა აქციების წარუმატებლობამ მოიტანა“.

„ეს პროპაგანდა მიმართულია იქით, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს, თითქოს გარკვეულ დიდ მიზანს ემსახურება სააკაშვილის მომსახურება მაშინ, როცა მას თავისი ხედვა და პოლიტიკური გზა აქვს. ადრე, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა და მისი ძალისხმევა წყალში არ ჩაეყარა. კონკრეტული ტელევიზია ამას ყოველდღე აჟღერებდა. სააკაშვილის მოწოდება, რომ იშიმშილეთ და როგორმე აქედან დამიხსენით, იმ შედეგიდან გამომდინარეობს, რომელიც მის მიერ წამოწყებული აქციების წარუმატებლობამ მოიტანა. საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, სად არის გადარჩენის საშუალება და რომელი ძალაა დესტრუქციის მომხრე. შედეგია ის, რომ მუდმივი პროცესი არ დავარდეს და როგორმე, სააკაშვილი თავის ჩადენილ დანაშაულზე ოთხ კედელში არ ჩავარდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი