გია ვოლსკი - ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა
გია ვოლსკი - ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა

საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

„ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა და ყველა მოტივირებულია, არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ მთელი საზოგადოება, რომ სწრაფად იყოს გამოძიებული და დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა. დანარჩენი არავინ არის ისეთი არც ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, განაცხადოს, რომ ასეთი საკითხი რაღაც პოლიტიკურ ნებასთან ან ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს გარდაცვლილი.

აღნიშნულ საკითხს დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა.