გია ვოლსკი - ადამიანებს არ აწყობთ რასაც ვაშაძე სთავაზობს, ეს არის ნგრევა და იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომელმაც ხალხი აწამა
გია ვოლსკი - ადამიანებს არ აწყობთ რასაც ვაშაძე სთავაზობს, ეს არის ნგრევა და იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომელმაც ხალხი აწამა

ადამიანების დიდ რაოდენობას არანაირად არ აწყობს ის, რასაც ვაშაძე სთავაზობს, ეს არის ნგრევა და იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომელმაც ხალხი აწამა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძეს არანაირი ბერკეტი არ აქვს, პარლამენტი დაითხოვოს და მთავრობა შეცვალოს.

„როცა დესტრუქციაზე ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენს ანალიზს, არამედ დღის წესრიგს, რომელსაც გრიგოლ ვაშაძე გვთავაზობს. მას არანაირი სამართლებრივი რესურსი არ გააჩნია, თუნდაც იმის, რომ პარლამენტი დაითხოვოს, ან მთავრობა შეცვალოს. ვინც საქმეში ჩახედულია, ამას პირდაპირ ხედავს, ვინც არა, მათთვის ეს ტყუილი შეიძლება სატყუარა იყოს. ადამიანების დიდ რაოდენობას არანაირად არ აწყობს, რასაც ვაშაძე სთავაზობს, ეს არის ნგრევა და ამ ნანგრევებზე იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომელმაც ხალხი აწამა და წაართვა თუ რაიმე ჰქონდათ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.