გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით არაფერი არ არის გადაწყვეტილი
გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით არაფერი არ არის გადაწყვეტილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მტკიცებით, პარტია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით არაფერი არ არის გადაწყვეტილი.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ როცა საპრეზიდენტო კანდიდატი შეთანხმდება, მას გუნდი დაასახელებს.

„ხაზგასმით და მტკიცებით ფორმაში მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილი არაფერი არ არის. როცა გადაწყდება, გუნდი იტყვის. გუნდი ვისაც დაავალებს, ამ თემაზე სპიკერი ის იქნება და არ მინდა, წინასწარ რამეზე ვილაპარაკო“, – განაცხადა ვოლსკიმ.