გია ვოლსკი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე დღეს თავისუფალი კენჭისყრა იქნება 
გია ვოლსკი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე დღეს თავისუფალი კენჭისყრა იქნება 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ხმაური არ ყოფილა და მოხდა საკითხის კიდევ ერთხელ განხილვა.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ხმაური არ იყო, იყო ლაპარაკი საკმაოდ საქმიანი, არავითარი დაძაბულობა და ხმის აწევა. სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა გუნდის, უმრავლესობის გახლეჩვა და ამ პოზიციის გადაყვანა ისეთ კონფლიქტში, რომელიც ქვეყანას დაეტყობა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი