გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია
გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მომზადებული შეწყალების ახალი წესი საერთაშორისო დონის სტანდარტს შეესაბამება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ გაცემული ძირითადი რეკომენდაცია იყო ის, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებამ დადებითად უნდა მიიღოს, რადგან საზოგადოება არის ტოლერანტული, შემწყნარებელი.

„გამაღიზიანებელი გადაცდომა დამაზიანებელი იქნება საზოგადოებაში საერთო კონსესუსის თვალსაზრისით. სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული და სტანდარტი საერთაშორისო დონისაა. პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც არ ექნება გავლილი წინასწარი კონსულტაციები, მათ შორის იმ უწყებებთან, რომელთაც კომპეტენტური აზრი აქვთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი ძალაში უკვე შევიდა. ახალი წესის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გაითვალისწინოს.