გია ვოლსკი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს
გია ვოლსკი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ საკადრო გადანაცვლებების თაობაზე ინფორმაცია საიდან ვრცელდება, მისთვის გაუგებარია.

„ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კონსულტაციები საკითხზე არ გამართულა“, – დასძინა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ. არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს ვანო ზარდიაშვილს.