გია ვოლსკი აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, კონგრესმენებისა და კონკრეტული ქვეყნების განცხადებები რუსეთის საზოგადოებაში დამოკიდებულებას შეცვლის
გია ვოლსკი აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, კონგრესმენებისა და კონკრეტული ქვეყნების განცხადებები რუსეთის საზოგადოებაში დამოკიდებულებას შეცვლის

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ისევე, როგორც კონგრესმენებისა და კონკრეტული ქვეყნების განცხადებები უახლოეს პერსპექტივაში ვერაფერს შეცვლის, მაგრამ შეცვლის დამოკიდებულებას თავად რუსეთის საზოგადოებაში, -ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოსთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადებას.

მისივე თქმით, რუსეთის საზოგადოება კრიტიკულად არის განწყობილი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ და ეს კრიტიკული განწყობა თანდათან იზრდება.

„საერთაშორისო განცხადებები აყალიბებს და აქვიტკირებს საერთაშორისო დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მიმართ, რის შედეგადაც რუსეთი საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის. მსოფლიოს დამოკიდებულება და მათი გვერდზე დგომა, ასევე საქართველოს მონაწილეობა სწორ პოზიციებში მსოფლიოსთან ერთად, მნიშვნელოვანია, პოლიტიკისა და იმ პროცესებისთვის, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.