გია ვოლსკი - 9 მაისი საქართველომ განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოს, ვინაიდან ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ომს ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან შეეწირა 
გია ვოლსკი - 9 მაისი საქართველომ განსაკუთრებულად უნდა აღნიშნოს, ვინაიდან ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ომს ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოდან შეეწირა 

9 მაისი არის გამარჯვების დღე, ფაშიზმი დამარცხდა და ამ დღეს ზეიმობს მთელი მსოფლიო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ვაკის პარკში განაცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

„მთელ მსოფლიოში უამრავმა ოჯახმა დაკარგა ახლობლები. შეიმოსა მთელი მსოფლიო შავებით. ფაშიზმი დამარცხდა და ამ დღეს ზეიმობს მთელი მსოფლიო. ვფიქრობ, რომ ჩვენ, საქართველომ, განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ ეს დღე, ვინაიდან ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტი საქართველოდან შეეწირა ამ ომს. ეს ის დღეა, როდესაც ვეტერანები ძალიან ცოტანი დარჩნენ. 300-ზე ოდნავ მეტნი არიან და მათ უნდა მივულოცოთ, რადგან იმ პერიოდში ძალიან მძიმე დღეები გაიარეს მათ, მათმა ოჯახებმა და ზოგადად საქართველომ “, – განაცხადა გია ვოლსკიმ.