გია ვოლსკი - 7 ნოემბერი ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ რა საფრთხეს შეიცავს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა
გია ვოლსკი - 7 ნოემბერი ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ რა საფრთხეს შეიცავს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა

7 ნოემბერი ერთ-ერთი თარიღია იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, 7 ნოემბერი კიდევ ერთი დამადასტურებელი ინდიკატორია იმის, რომ საზოგადოებას განუახლდეს მოგონება, რაოდენი საფრთხის შემცველია ის პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა. მათ შორის, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებითა და ყაჩაღური თავდასხმით ტელეკომპანია „იმედზე“.

„ეს არის მათი ხელწერა, რაც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. საფრთხის შემცველია ეს პოლიტიკური ძალა განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლებაშია და ასეთი აქტების განხორციელების რესურსი გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.