გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ 40 პროცენტთან დაკავშირებით შეთანხმების დარღვევის მიზანი დესტაბილიზაციაა
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ 40 პროცენტთან დაკავშირებით შეთანხმების დარღვევის მიზანი დესტაბილიზაციაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრინციპულ საკითხზე, 40 პროცენტიან ბარიერთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების დარღვევის მიზანი, დესტაბილიზაციაა.

„ვამბობთ, რომ არ შეიძლება მმართველი გუნდის რესურსი 40 პროცენტზე ნაკლები იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად შევთანხმდით. ჩვენ არ გვგონია, რომ ამ პრინციპული შეთანხმების დარღვევის სხვა ლოგიკური ახსნა არსებობდეს, თუ არა დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია ერთადერთი გზაა მათთვის, რადგან მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიმე მათგანმა, თუნდაც გიგა ბოკერიამ დააყენოს თავისი კანდიდატურა და თქვას, რომ მაჟორიტარად თუ დავდგები, ამა და ამ ოლქში გავიმარჯვებ. ამის ერთი მაგალითი მაინც გვიჩვენონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამ საკითხებთან დაკავშირებით არ იქნება შეთანხმება, კიდევ მეტი ეჭვი იქნება“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.