გია ვოლსკი - 115 კაცს ერთნაირ პოლიტიკურ თარგზე ვერ მოჭრი, მაგრამ არსებობს რაღაც წესები, რომელიც მარტო გუნდს კი არ აზიანებს, ქვეყნისთვის არ არის კარგი
გია ვოლსკი - 115 კაცს ერთნაირ პოლიტიკურ თარგზე ვერ მოჭრი, მაგრამ არსებობს რაღაც წესები, რომელიც მარტო გუნდს კი არ აზიანებს, ქვეყნისთვის არ არის კარგი

ადამიანებს, 115 კაცს ერთნაირ პოლიტიკურ თარგზე ვერ მოჭრი, მაგრამ არსებობს რაღაც წესები, რომელიც მარტო გუნდს კი არ აზიანებს, ქვეყნისთვის არ არის ზოგადად კარგი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ წესებზე შევთანხმდეთ, რაზეც გვქონდა ადრე საუბარი. აქ ახალი არაფერია. მე ვფიქრობ, რომ თემატურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია ერთია და მყარია. გუნდი იქნება ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებაზე ორიენტირებული.

პარტიული დისციპლინა – აქ ახალი შემოსაღები არაფერია. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელიც პრიმიტიულია და ამავე დროს, ყველამ უნდა აღიაროს, რომ დასაცავი და გასათვალისწინებელია.

ჩვენ საკმაოდ კარგი და მძლავრი ფორმატი გაგვაჩნია 2012 წლიდან და პრინციპი, რომელსაც ჰქვია კამათის შემდეგ წარმოშობილი ჭეშმარიტება. ეს არის ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე ჩადო ამ ურთიერთობებში, რომელიც გვახასიათებდა ყოველთვის.

ვფიქრობ, ამის ფორმატი დღესაც საკმაოდ ბევრი გვაქვს და არსებობს ეფექტური რესურსი, მექანიზმი და ამ სტანდარტს აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.