გია ვოლსკი - 100 მილიონი არ არის გასაკვირველი ამბავი ჩვენთვის, ქვეყანას სხვადასხვა დროს ჰქონდა მძიმე მდგომარეობები და 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილს არ დაუყვედრებია არაფერი
გია ვოლსკი - 100 მილიონი არ არის გასაკვირველი ამბავი ჩვენთვის, ქვეყანას სხვადასხვა დროს ჰქონდა მძიმე მდგომარეობები და 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილს არ დაუყვედრებია არაფერი

შექმნილი ვითარების ანალიზის მთავარი ფორმულა შეიძლება ასე გამოვიყვანოთ – არსებობს გარკვეული მოვლენა, გარკვეული საგანი, გარკვეული ვითარება და ამის გარშემო არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. თვითონ ამის არსი, რაც გაკეთდა ან რაც არის გაკეთებული არ იცვლება. არსი არის ის, რომ ფონდში გადარიცხა 100 მილიონი ლარი, არსი არის ის, რომ 100 მილიონი არ არის გამონაკლისი და გასაკვირველი ამბავი ჩვენთვის, რადგან ქვეყანას სხვადასხვა დროს ჰქონდა მძიმე მდგომარეობები და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცს არ დაუყვედრებია არაფერი. იმიტომ, რომ თავად ასეთი არსის ადამიანია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის ფაქტს.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა POSTV-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„საჭიროა? გააკეთა! კიდევ გახდება საჭირო? კიდევ გააკეთებს! ამის გარშემო ატეხილია უზნეო შეფასებები. ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, სულ არ ვიქნებით ამ ქვეყანაზე და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი დარჩება. სამებასთან დაკავშირებით მისი შეფასებები გვახსოვს და არ დაუჩემებია არაფერი. ვინმემ ვიცოდით საერთოდ რა ჩარიცხა, რამდენი ჩარიცხა, იმიტომ რომ ყოველთვის ასეთი მიდგომა და პრინციპი ჰქონდა. ამასთან ერთად მხოლოდ თანხების ჩარიცხვა არ არის – რამდენი ხალხია დასაქმებული არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში, არამედ საერთოდ. რამდენი ქველმოქმედება უკვე არის გაწეული და რამდენი თანხები შედის ბიუჯეტშიც. ასე რომ ყოველივე ამისგან შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი და მით უმეტეს ნეგატიური, ვფიქრობ რომ უზნეობაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი