გია ვოლსკი - ​გუგუტიანთკარში, სადაც ოკუპანტი თავის გეგმას ახორციელებს, არის იმ ვითარების სავალალო შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შექმნეს
გია ვოლსკი - ​გუგუტიანთკარში, სადაც ოკუპანტი თავის გეგმას ახორციელებს, არის იმ ვითარების სავალალო შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში შექმნეს

​გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, 2006 წლიდან დაწყებული პარტნიორები აშშ, ევროკავშირი, ყველა ქვეყანა მიუთითებდა თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოა, რათა ოკუპაცია არ ყოფილიყო დაშვებული.

„დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას. ბერკეტი არის ის ფასი, რომელსაც რუსეთი იხდის, მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა. საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ თემას აფასებს ისე, როგორც საქართველოში, ეს არის ფასი, რომელიც შეიძლება გადაახდევინო რუსეთის ფედერაციას და იარო თან იმ გზით, რომ ეს კონსტრუქცია ჩაბარდეს წარსულს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სოფელ გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს, საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა, კიდევ ორი სახლი აღმოჩნდეს.