გია ვოლსკი - ​ამ ბრძოლაში, დაპირისპირებაში ყველა დამარცხდა, ქართველებიც და აფხაზებიც
გია ვოლსკი - ​ამ ბრძოლაში, დაპირისპირებაში ყველა დამარცხდა, ქართველებიც და აფხაზებიც

​ამ ბრძოლაში, დაპირისპირებაში ყველა დამარცხდა, ქართველებიც და აფხაზებიც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

„დღევანდელი დღე ჩვენთვის ტრაგიკულია. მძიმე თემა და მძიმე გასახსენებელია. სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც დღევანდელი დღე გამარჯვების დღედ არის მოხსენიებული. თუმცა, ამ ბრძოლაში, დაპირისპირებაში ყველა დამარცხდა, ქართველებიც და აფხაზებიც“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქართველ ხალხს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა.

„დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულია და ყველას გილოცავთ. განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, ასევე რომლებიც გადარჩნენ და დღეს ისევ ვაჟკაცურად დგანან საზოგადოების სამსახურში“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.