გია ნოდია - პრიგოჟინმა გაგვაწბილა, რადგან რუსეთის ახალი სამოქალაქო ომი ვერ შედგა, რუსეთმა არ მიიღო იმხელა ზიანი, რის მიღებასაც ველოდით და გაგვიხარდებოდა
გია ნოდია - პრიგოჟინმა გაგვაწბილა, რადგან რუსეთის ახალი სამოქალაქო ომი ვერ შედგა, რუსეთმა არ მიიღო იმხელა ზიანი, რის მიღებასაც ველოდით და გაგვიხარდებოდა

პრიგოჟინმა გაგვაწბილა, იმიტომ, რომ რუსეთის ახალი სამოქალაქო ომი ვერ შედგა. ამ ეტაპზე რუსეთმა არ მიიღო იმხელა ზიანი, რის მიღებასაც ველოდით და გაგვიხარდებოდა, – ამის შესახებ გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრიგოჟინი უახლოეს დღეებში თუ არ მოკლეს, მისი საგა გაგრძელდება და პუტინისთვის უდიდეს თავის ტკივილად დარჩება.

„დღეს იყო ამ ომის ყველაზე უცნაური დღე. პროგოჟინმა გაგვაწბილა, იმიტომ, რომ რუსეთის ახალი სამოქალაქო ომი ვერ შედგა. ამ ეტაპზე რუსეთმა არ მიიღო იმხელა ზიანი, რის მიღებასაც ველოდით და გაგვიხარდებოდა, მაგრამ მან ზიანი მაინც მიიღო, რადგან ბანანის რესპუბლიკად გამოჩნდა. მისი, როგორც შედარებით ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი, დაიმსხვრა.

პრიგოჟინის საგა, თუ ის უახლოეს დღეებში არ მოკლეს, გაგრძელდება და პუტინისთვის უდიდეს თავის ტკივილად დარჩება. თუ მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა გაბედა, მას ეს შერჩა, პუტინის, როგორც მაფიის ლიდერის ავტორიტეტი განადგურებულია. ამის შემდეგ კი ის რაღა პუტინია?“ – წერს ნოდია.