გია ნოდია - ლაივში ვუყურე პრესკონფერენციას, ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა და მთლად მინისტრი ყოფილა
გია ნოდია - ლაივში ვუყურე პრესკონფერენციას, ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა და მთლად მინისტრი ყოფილა

შეიძლება გარეგნობა მაცდურია და ძალიან სერიოზული ადამიანია ეს ჩვენი მინისტრი, მაგრამ როცა ეპიდემიის გამო პანიკის ზღვარზეა ხალხი, ხელისუფლების ასეთი წარმომადგენელი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ იქნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ „ფეისბუქზე“ დაწერა. ნოდია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

„ლაივში ვუყურე ჯანდაცვის მინისტრის და ამირან გამყრელიძის პრესკონფერენციას. რომ ჩავრთე, ვიღაც პატარა გოგო ლაპარაკობდა, ვიფიქრე, ალბათ სამინისტროს პრესმდივანია და წინასწარ რაღაც განცხადებას აკეთებს, სანამ გამყრელიძეს გადასცემს სიტყვას. გვიან მივხდი, რომ მთლად მინისტრი ყოფილა.

შეიძლება გარეგნობა მაცდურია და ძალიან სერიოზული ადამიანია ეს ჩვენი მინისტრი, მაგრამ როცა ეპიდემიის გამო პანიკის ზღვარზეა ხალხი (საკმაოდ უაზროდ, მაგრამ ხომ არის), ხელისუფლების ასეთი წარმომადგენელი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ იქნება. კიდევ კარგი გამყრელიძე ჰყავდა გვერდზე“, – დაწერა გია ნოდიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, თუმცა მოგვიანებით, ფეისბუქპოსტი წაშალა.