გია მურღულია - საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება საქართველოს
გია მურღულია - საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება საქართველოს

პირველმა არხმა არჩევნები პროფესიულად უცდომელი ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით გააშუქა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება საქართველოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

გია მურღულია მადლობას უხდის საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კვალიფიციურად შესრულებული სამუშაოსთვის.

„როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, მინდა ვთქვა: პირველმა არხმა დღევანდელი არჩევნები პროფესიულად უცდომელი ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით გააშუქა. მადლობა მინდა ვუთხრა პირველი არხის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კვალიფიციურად შესრულებული სამუშაოსთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება საქართველოს“, – წერს გია მურღულია „ფეისბუქში“.