გია მანჯგალაძე - „საბურთალოსთან“ ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ #1TVSPORT
გია მანჯგალაძე - „საბურთალოსთან“ ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ #1TVSPORT

დღეს, 8 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტური დაიწყება. ქუთაისის „ტორპედო“ თბილისში „მიხეილ მესხი არენაზე“ „საბურთალოს“ ესტუმრება. ქუთაისელთა ნახევარმცველის, გია მანჯგალაძის თქმით, გუნდი გორის „დილასთან“ მოგების შემდეგ ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

„პირველ საშინაო მატჩში „დილასთან“ სტარტზე წაგების შემდეგ („დინამო თბილისთან“ 0:4) რეაბილიტაცია გვჭირდებოდა. აუცილებლად სამი ქულა იყო საჭირო – მიმაჩნია, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან უფრო მეტად გვინდოდა და მეტოქეს თამაშითაც ვაჯობეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო“, – ამბობს მანჯგალაძე.

ქუთაისელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა კომენტარი „საბურთალოსთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზეც გააკეთა:

„რაც შეეხება „საბურთალოსთან“ მომავალ მატჩს, ეს ძალიან კომპაქტური და დაბალანსებული გუნდია. გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. რა თქმა უნდა, ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ და ყველა თამაშში ვეცდებით, სამი ქულა ავიღოთ. არანაირი სხვა შედეგი არ განიხილება. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“, – აცხადებს მანჯგალაძე.

ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „საბურთალოს“ გარდა, კიდევ ოთხი მატჩი გაიმართება.

ტური 3

სამშაბათი, 8 მარტი

დილა – დინამო ბთ

19:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

საბურთალო – ტორპედო

21:00. მიხეილ მესხი – თბილისი

ოთხშაბათი, 9 მარტი

თელავი – სამგურალი

18:30. კავკასიონი არენა – თელავი

დინამო თბ – სიონი

19:30. დინამო არენა – თბილისი

ლოკომოტივი – გაგრა

21:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი