გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

11:18, 10.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ხუხაშვილი სუს-ში, სავარაუდოდ, გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული.

კერძოდ, მან „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუში, „360 გრადუსში“ განაცხადა: „ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი 12:00 საათზეა დაბარებული.

მსგავსი