გია ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას მიმართა - 66 დღე ციხეში მამყოფეთ, „მაკაჩავეთ“, მომეცი კომპანიაო, ეს კანონი რომ გქონოდათ, დაჭერა არ დაგჭირდებოდათ, დამაწერდით პირდაპირ კომპანიას [ვიდეო]

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, ბიზნესმენებიც ესწრებიან.

სხდომაზე იმყოფება კომპანია „მაგთიკომის” გენერალური დირექტორი გია ჯოხთაბერიძე, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

გიგა ბოკერიამ სიტყვით გამოსვლა ბიზნესმენებისადმი მადლობით დაიწყო. ჯოხთაბერიძემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მისი დაჭერა გაახსენა.

„რა მადლობა? 66 დღე ციხეში მამყოფეთ და „მაკაჩავეთ“ იქ, მომეცი კომპანიაო. ეს კანონი თქვენ რომ გქონოდათ, დაჭერა კი არ დაგჭირდებოდათ ჩემი, დამაწერდით პირდაპირ იმ კომპანიას“, – მიმართა გია ჯოხთაბერიძემ გიგა ბოკერიას კომიტეტის სხდომაზე.

დატოვე კომენტარი