გია გეგუჩაძე გულშემატკივრებს შეხდა - ყველა ველით, რომ მათ ტრიბუნაზე დაუშვებენ
გია გეგუჩაძე გულშემატკივრებს შეხდა - ყველა ველით, რომ მათ ტრიბუნაზე დაუშვებენ

„თუ უგულშემატკივრობა, რომელიმე გუნდს დააკლდა, ეს უპირველესად, ბათუმის „დინამოა“, რომელიც თავისი ფანკლუბით განთქმულია“, – ეს ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდის ქომაგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეროვნულ ლიგაში გამართულ ოთხ ტურში ჯერ ბათუმის „დინამომ“ ერთი მატჩიც ვერ მოიგო – გულშემატკივართა უკმაყოფილება და კითხვები სწორედ ამან გამოიწვია. ისინი გეგუჩაძეს და მის თანაშემწე დავით ჯანელიძეს ანგისას ბაზაზე შეხვდნენ.

ბათუმის „დინამოს“ ქომაგებმა, „შავი ზღვის პირატებმა“ „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს სოციალურ ქსელში დასმული ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები დაუსვეს.

„მსგავსი შეხვედრები ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა. იყო კითხვები, რომელსაც ვუპასუხეთ და გარკვეულ საკითხებში გავარკვიეთ. გულშემატკივრების თანადგომა მომავალ შედეგებს ბევრად განაპირობებს და საქმეს ახალი ენერგიით შევუდგებით. ახლა მომავალი ტურის მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც თბილისის „ლოკომოტივთან“ გვაქვს. ყველას აქვს ერთი მოლოდინი, რომ გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაუშვან“, – ამბობს გია გეგუჩაძე.

დატოვე კომენტარი