გია გეგუჩაძე - განახლებული ენერგიით შიდა ტურნირებზე უნდა გადავერთოთ #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - განახლებული ენერგიით შიდა ტურნირებზე უნდა გადავერთოთ #1TVSPORT

კონფერენს-ლიგის განმეორებით შეხვედრაში პოზნანისლეხთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

„ვულოცავ „ლეხს“ გამარჯვებას. კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხაროდ, ევროსარბიელიდან გამოვვარდით, ახლა უნდა დავისვენოთ და განახლებული ენერგიით გადავერთოთ საქართველოს თასისა და ეროვნული ლიგის თამაშებზე“, – ამბობს გია გეგუჩაძე.

მან გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. მიუხედავად „სლოვანთან“ და „ლეხთან“ მარცხისა, დღეს ტრიბუნაზე ისევ ბევრი ხალხი მოვიდა და მათი თანადგომა ნამდვილად იგრძნობოდა. ეს მხარდაჭერა, ჩვენი „პირატები“ და გულშემატკივარი, ჩვენი მხრიდან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ“, – განაცხადა გეგუჩაძემ.