გია გეგუჩაძე - ანგარიში თამაშის მსვლელობას ვერ ასახავს
გია გეგუჩაძე - ანგარიში თამაშის მსვლელობას ვერ ასახავს

ბათუმის „დინამო“ ევროსარბიელს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის განცხადებით, ბათუმელები ასეთი ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ.

„გადამწყვეტი აღმოჩნდა „ჰაპოელის“ ამ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება. ასეთი მარცხი უიღბლობასაც შეგვიძლია დავაბრალოთ. არ ვიტყვი, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით, თუმცა ასეთი ანგარიში თამაშის მსვლელობას ვერ ასახავს. ჩემმა ბიჭებმა მოინდომეს, კარგი მომენტები შევქმენით, თუმცა საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. ჩვენი მდგომარეობა რეალურად უნდა შევაფასოთ. ამის გარეშე წინსვლა ვერ გვექნება და თუ სწორად შევაფასებთ, პროგრესი აუცილებლად გვექნება. მაგრამ ამით ეროვნულ ჩემპიონატში ბათუმის „დინამოს“ მიზნები და ამოცანები არ იცვლება“, – ამბობს ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.