გია გაჩეჩილაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დავით ჭიჭინაძეს დაუპირისპირდა
გია გაჩეჩილაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დავით ჭიჭინაძეს დაუპირისპირდა

საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გია გაჩეჩილაძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს დაუპირისპირდა, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს სხდომაზე მოხსენების წარდგენის საშუალება არ მისცა, რომელიც პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტსა და რეალიზებაზე გეგმავდა საუბარს.

„სხდომას არ დავესწრები, რადგან აშკარად სხდომის ჩაშლა ვიღაცას უნდა. მას, ვინც ყვირის და ვინც არ აცდის კომიტეტს მუშაობას. პრობლემა სერიოზულია, მთავრობას აქვს გადაწყვეტილება მიღებული, კარგი საქმეა გაკეთებული. არის პრობლემები და გვინდა, მოვისმინოთ, რა არის ამ პრობლემების არსი, რადგან ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და პარლამენტმა უნდა მიუთითოს მთავრობას, რომ საქმე საბოლოოდ გადაწყდეს. თუ არ გვაცდიან, დასხდნენ და რამდენიც უნდათ იყვირონ“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს, კომიტეტის სხდომაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებული კომპოტირებადი მარკების წარმოება, იმპორტსა და რეალიზაციაზე მსჯელობენ.