გია გაჩეჩილაძე - ზაზა ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელია
გია გაჩეჩილაძე - ზაზა ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელია

ზაზა ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ეს არის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი, რომელიც აღორძინების კავშირით იყო პარლამენტში წარმოდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება ყველაფრით დაინტერესდება და ყველაფერი გაირკვევა. ​

ოქუაშვილს არ ვუსმენ, რადგან ეს არის ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი, რომელიც აღორძინების კავშირით იყო პარლამენტში წარმოდგენილი და ძალიან კარგად მახსოვს, ალბათ ეს რუსული ხაზია. „რუსთავი 2“ მუშაობს რუსეთზე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის შეხვედრას, გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ დღეს შეხვედრა გაიმართება სალომე ზურაბიშვილთან და დაიგეგმება მომავალი ნაბიჯები.