გია გაჩეჩილაძე - საარჩევნო მოდელმა, რომელიც ახლა შემოდის, ქვეყანაში კლასიკური ტიპის, იდეოლოგიაზე დამყარებული პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი
გია გაჩეჩილაძე - საარჩევნო მოდელმა, რომელიც ახლა შემოდის, ქვეყანაში კლასიკური ტიპის, იდეოლოგიაზე დამყარებული პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი

ნულოვანი ბარიერის შემოღების ერთ-ერთი ინიციატორი ჩვენც ვიყავით, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო 2024 წლისთვის მთლიანად უნდა გადავიდეს არჩევნების კლასიკურ ევროპულ მოდელზე.

„ერთ-ერთი ინიციატორი ნულოვანი ბარიერის შემოღებისა სხვათაშორის, ჩვენც ვიყავით, რადგან სახელმწიფოს სჭირდება პირველ რიგში, რომ 2024 წლისთვის საქართველო მთლიანად გადავიდეს კლასიკურ ევროპულ მოდელზე არჩევნებისა. მოდელი, რომელიც ახლა შემოდის, ეს არის დროებითი, ერთჯერადი მოდელი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და კლასიკური ტიპის, იდეოლოგიაზე დამყარებული პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნას საბოლოოდ ამ ქვეყანაში, რომ მუდმივად იდეოლოგიებზე იყოს საუბარი და არა, რაღაც სისტემებზე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.