გია გაჩეჩილაძე - მხარს დავუჭერ სამთავრობო ცვლილებებს, თუმცა შეკითხვები აუცილებლად მექნება
გია გაჩეჩილაძე - მხარს დავუჭერ სამთავრობო ცვლილებებს, თუმცა შეკითხვები აუცილებლად მექნება

მხარს დავუჭერ სამთავრობო ცვლილებებს, თუმცა შეკითხვები აუცილებლად მექნება ცვლილებებზე და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც 2018 წელს იქნება მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ განუცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემური საკითხი, რომელსაც მისი კითხვები შეეხება, აზიური ფაროსანა და მასთან ბრძოლის გზები იქნება.

დეპუტატს ასევე შეკითხვები ექნება გარემოსდაცვით საკითხებზეც.