გია გაჩეჩილაძე - მარგველაშვილმა არც თუ ისე დადებითი როლი ითამაშა კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას
გია გაჩეჩილაძე - მარგველაშვილმა არც თუ ისე დადებითი როლი ითამაშა კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას

პარლამენტის ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარის, გია გაჩეჩილაძის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა არც თუ ისე დადებითი როლი ითამაშა იმ ფუნქციების შესრულებისას, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა დაკისრებული.

როგორც ჟურნალისტებს გაჩეჩილაძემ განუცხადა, პრეზიდენტის წლიური მოხსენების შემდეგ, თავის გამოსვლაში დეპუტატი ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

„ვისაუბრებ იმაზე, როგორი როლი ითამაშა უსაფრთხოების სისტემის შექმნაში, თუ მის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პრეზიდენტმა. ჩემი გამოსვლა ობიექტური იქნება და წმინდა პოლიტიკური ხასიათის, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ინტერესებში ვინ რა როლი ითამაშა, ამის შეფასება იქნება.  მარგველაშვილმა არც თუ ისე დადებითი როლი ითამაშა იმ ფუნქციებში, რომელიც კონსტიტუციით ჰქონდა დაკისრებული“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.